ივო ანდრიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
ივო ანდრიჩი (კირ: Иво Андрић, დ. 9 ოქტომბერი, 1892 — გ. 13 მარტი, 1975) — იუგოსლავიელი რომანისტი, პოეტი და ნოველისტი. 1961 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. ანდრიჩის ნაწარმოებებში, ძირითადად, განხილულია ბოსნიელთა ცხოვრება ოსმალეთის ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.
ივო ანდრიჩი | |
---|---|
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-sr-ec" does not exist | |
დაბადების თარიღი | 10 ოქტომბერი, 1892(1892-10-10) |
დაბადების ადგილი | Dolac, Austro-Hungarian rule in Bosnia and Herzegovina, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[1] |
გარდაცვალების თარიღი | 13 მარტი, 1975(1975-03-13)[2] [3] [1] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბელგრადი, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა[2] [1] |
დასაფლავებულია | ბელგრადის ახალი სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი, დიპლომატი, პოლიტიკოსი |
ენა | სერბულ-ხორვატული |
მოქალაქეობა | იუგოსლავია |
ალმა-მატერი |
ზაგრების უნივერსიტეტი ვენის უნივერსიტეტი იაგელონიის უნივერსიტეტი გრაცის უნივერსიტეტი |
პერიოდი | 1911-1974 |
ჟანრი | პოეზია, რომანი და მოთხრობა |
Magnum opus | დრინის ხიდი |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[11] [12] , სოციალისტური შრომის გმირის ორდენი და Order of the German Eagle |
მეუღლე | მილიკა ბაბიჩი (დაქ. 1958; გარდ. 1968) |
ხელმოწერა | |
ივო ანდრიჩი ტრავნიკში, ავსტრია-უნგრეთის მმართველობაში მყოფ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში დაიბადა. სწავლობდა სარაევოს უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ის სამხრეთ სლავთა რამდენიმე ნაციონალურ ახალგაზრდულ ორგანიაზციაში გაწევრიანდა. ავსტრია-უნგრეთის პრინცის,ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობის დღეს (1914 წლის 14 ივნისს ანდრიჩი დააკავეს და ციხეში ჩასვეს ავსტრია-უნგრეთის საპოლიციო აპარატის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ეჭვი ჰქონდათ, რომ მოწყობილ თავდასხმაში ანდრიჩის ხელიც ერია. ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ წარმართული საქმის გამო, ანდრიჩი საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა პატიმრობაში, მხოლოდ 1917 წლის ივლისში გაათავისუფლეს საყოველთაო ამნისტიით. ომის შემდეგ ანდრიჩი სამხრეთ სლავთა ისტორიასა და ლიტერატურას სწავლობდა ზაგრებისა და გრაცის უნივერსიტეტებში, საბოლოოდ კი, 1924 წელს, გრაცის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1920-1923 და 1924-1941 წლებში ივო ანდრიჩი იუგოსლავიის სამეფოს დიპლომატიურ უწყებებში მუშაობდა. 1939 წელს, ის იუგოსლავიის ელჩი გახდა გერმანიაში, მაგრამ მისი ვადა 1941 წელს დასრულდა, როცა გერმანია იუგოსლავიაში შეიჭრა. სამშობლოში გერმანელთა შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ ანდრიჩი დაბრუნდა გერმანელთა მიერ ოკუპირებულ ბელგრადში. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ის მშვიდად ცხოვრობდა მეგობრების ბინაში, სწორედ ამ რთულ პერიოდში დაწერა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მათ შორის, ,,ხიდი მდინარე დრინაზე" (Na Drini ćuprija).
ომის დასრულების შემდეგ ანდრიჩი იუგოსლავიის სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მიიწვიეს, რომლებიც ომის დასასრულს კომუნისტურ მმართველობას დაექვემდებარა. 1961 წელს,ნობელის კომიტეტმა მას ლიტერატურის დარგში ჯილდო გადასცა, ,,იმ ეპიკური სიძლიერისათვის, რომლითაც იგი თავისი ქვეყნის ადამიანთა ბედის ისტორიის მოტივებსა და სულს წარმოაჩენს“. ივო ანდრიჩი აირჩიეს ისეთ მწერლებს შორის, როგორებიც არიან: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, რობერტ ფროსტი, ჯონ სტაინბეკი და ედუარდ მორგან ფოსტერი. ამის შემდეგ, ანდრიჩი საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა და მისი ნაწარმოებები სხვადასხვა ენაზე ითარგმნა. მომდევნო წლებში მან რამდენიმე ეროვნული ჯილდო დაიმსახურა. მწერალს 1974 წლის ბოლოს ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეერყა და 1975 წლის მარტში ის ბელგრადში გარდაიცვალა.