იგორ სტრავინსკი
From Wikipedia, the free encyclopedia
იგორ ფიოდორის ძე სტრავინსკი (რუს. И́горь Фёдорович Страви́нский; დ. 17 ივნისი [ძვ. სტ. 5 ივნისი], 1882, ორანიენბაუმი, რუსეთის იმპერია — გ. 6 აპრილი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ, დაკრძალულია იტალიაში) — რუსული წარმომავლობის კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. ფართოდ განიხილება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპოზიტორი XX საუკუნეში. საფრანგეთის (1934) და აშშ-ის (1945) მოქალაქე.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „იგორ სტრავინსკი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. იგორ სტრავინსკი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
იგორ სტრავინსკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 17 ივნისი, 1882(1882-06-17)[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ლომონოსოვი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია[4] [5] [2] |
გარდ. თარიღი | 6 აპრილი, 1971(1971-04-06)[1] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [2] [3] [16] (88 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი[6] [2] |
დასაფლავებულია | სან-მიკელეს სასაფლაო |
ხელმოწერა | |
იგორ სტრავინსკი ვიკისაწყობში |
სტრავინსკის საკომპოზიტორო კარიერა გამოირჩევა სტილისტური მრავალფეროვნებით. მან საერთაშორისო აღიარება პირველად მოიპოვა სამი ბალეტით, რომელიც იმპრესარიო სერგეი დიაგილევმა შეუკვეთა და პირველად შესრულდა პარიზში დიაგილევის „რუსული ბალეტის“ (Ballets Russes) მიერ: „ფასკუნჯი“ (L'Oiseau de feu, 1910), „პეტრუშკა“ (1911) და „კურთხეული გაზაფხული“ (Le Sacre du printemps, 1913). ამ უკანასკნელმა გარდაქმნა მომდევნო თაობის კომპოზიტორთა წარმოდგენა რიტმულ სტრუქტურებზე და მეტწილად, ამ ნაწარმოებმა შეუქმნა სტრავინსკის რეპუტაცია მუსიკალური რევოლუციონერისა, რომელმაც მუსიკალური დიზაინის საზღვრები გააფართოვა. მისი „რუსული ფაზა“ გაგრძელდა ისეთი ნამუშევრებით, როგორიცაა „რენარი“ (Renard), „ჯარისკაცის ისტორია“ (L'Histoire du soldat) და „ქორწილი“ (Les Noces). ამას მოჰყვა სტრავინსკის შებრუნება ნეოკლასიციზმისკენ 1920-იან წლებში. ამ პერიოდის ნაწარმოებებში გამოყენებულია ტრადიციული მუსიკალური ფორმები (concerto grosso, ფუგა და სიმფონია) და ეყრდნობა ადრინდელ სტილებს, განსაკუთრებით, XVIII საუკუნიდან. 1950-იან წლებში დაიწყო სერიული პროცედურების გამოყენება. მისი კომპოზიციები ამ პერიოდიდან, ადრინდელი ნიმუშების მსგავსად, ხასიათდება რიტმული ენერგიით, ხანგრძლივი მელოდიური მასალა აგებულია მცირე, ორ ან სამ ნოტიანი უჯრედისგან, ხოლო ნაწარმოებების ფორმა და ინსტრუმენტული არანჟირება ნათელი და გასაგებია.