იაგაილო
From Wikipedia, the free encyclopedia
იაგაილო (ვლადისლავ II იაგაილო; ლიეტ. Jogaila Algirdaitis, პოლ. Władysław II Jagiełło, ბელარ. Ягайла; (დ. დაახლოებით 1351 — გ. 1 ივნისი, 1434) — ვიტებსის მთავარი; ლიტვის დიდი მთავარი (იაგაილო, 1377–1381) კეისტუტთან ერთად (პირველად), (1382–1392, მეორედ); პოლონეთის მეფე (ვლადისლავ II იაგაილო) - 1386–1434) - იაგელონების დინასტიის ფუძემდებელი.
სწრაფი ფაქტები იაგაილო (ვლადისლავ II), ლიტვის დიდი მთავარი ...
იაგაილო (ვლადისლავ II) | |
---|---|
ლიეტ. Jogaila Algirdaitis პოლ. Władysław II Jagiełło | |
ლიტვის დიდი მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1377 |
მმართ. დასასრული: | 1381 |
წინამორბედი: | ოლგერდი |
მემკვიდრე: | კეისტუტი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1351 |
დაბ. ადგილი: | ვილნიუსი |
გარდ. თარიღი: | გარადოკი |
მეუღლე: |
ჰედვიგია პოლონელი ანა ცელიელი ელიზაბეტა გრანოვსკა სოფია ჰოლშანსკა |
შვილები: | ელისაბედ ბონიფაცია, იადვიგა, ვლადისლავ III ვერნენჩიკი, კაზიმირ IV იაგაილონი |
დინასტია: | გედიმინოვიჩები, იაგელონები |
მამა: | ოლგერდი |
დედა: | იულიანია ტვერსკაია |
დახურვა
გედიმინასის შვილიშვილი, ოლგრედისა და მართლმადიდებელი თავადის ქალის იულიანა ტვერსკოის საყვარელი შვილი. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, მან მიიღო მართლმადიდებლობა და სახელი იაკობი (ამ სახელით მართავდა ვიატებსს); ისტორიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის იყო წარმართი, მოგვიანებით მიიღო კათოლიციზმი და სახელი ვლადისლავი.