თიამისი
From Wikipedia, the free encyclopedia
თიამისი (ბერძ. Θύαμις) — მდინარე საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სიგრძე 115 კმ, აუზის ფართობი 1800 კმ². სათავეს იღებს სოფელ კალპაკის სიახლოვეს, პინდოსის მთებში. ერთვის იონიის ზღვას იგუმენიცისა და საგიადას შორის, ალბანეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს. სახელწოდება „თიამისი“ ნაწარმოებია რეგიონ ჩამერიის სახელწოდებიდან. ძველ საბერძნეთში თიამისი მოხსენებული აქვს პავსანიუსს.[1] რენესანსის ზოგიერთი სწავლული მიიჩნევდა, რომ მდინარე ტემზას სახელწოდება წარმოსდგებოდა თიამისის სახელწოდებიდან. თიამისი ცნობილია აგრეთვე გლიკისისა[2] და კალამასის[3] სახელწოდებებით.
სწრაფი ფაქტები თიამისი Θύαμις, ქვეყანა ...
თიამისი Θύαμις | |
---|---|
ქვეყანა | საბერძნეთი |
სათავე |
პინდოსი 39°41′55″ ჩ. გ. 20°39′51″ ა. გ. |
შესართავი |
იონიის ზღვა 39°35′12″ ჩ. გ. 20°08′32″ ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 115 კმ |
აუზის ფართობი | 1800 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
თიამისი ვიკისაწყობში |
დახურვა