თემი (ჩრდილოეთი მაკედონია)
From Wikipedia, the free encyclopedia
თემი — ჩრდილოეთ მაკედონიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის პირველი დონის ერთეული. 2013 წლის თებერვლიდან ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებობს 80 თემი; კიდევ 10 თემი მდებარეობს ქალაქ სკოპიეში (ან დიდი სკოპიე). თემების დიდი ნაწილი შეიქმნა 1996 წლის სექტემბერში დაარსებული 123 თემის დიდი ნაწილის გაერთიანების შემდეგ; სხვები შეიქმნენ თემების საზღვრების ცვლილებების შემდეგ. თემები შესულები არიან სტატისტიკურ რეგიონებში.
დედაქალაქ სკოპიეს აქვს საერთო ადმინისტრაციული ცენტრის — თემის სტატუსი, ასევე მოიცავს 10 საქალაქო თემს: აეროდრომი, ბუტელი, გაზი-ბაბა, გიორჩე-პეტროვი, კარპოში, კისელა-ვოდა, სარაი, ცენტარი, ჩაირი და შუტო-ორიზარი.