თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური
From Wikipedia, the free encyclopedia
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური — თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – სამსახური) 2018-2020 წწ, რომლის დანიშნულება იყო უზრუნველეყო თბილისის მდგრადი და თანაბარი ურბანული განვითარება, ინტეგრირებული, ინკლუზიური და უსაფრთხო საქალაქო გარემოს ფორმირება. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენდა თბილისის მერიას და შესაბამისად, ანგარიშვალდებული იყო თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე.[1]
თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური | |
---|---|
შეიქმნა | 22 თებერვალი, 2018 |
სტატუსი | თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული |
ტიპი | საჯარო |
მიზანი | ქ. თბილისში ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა. |
მდებარეობა | ჟ. შარტავას №7 |
ემსახურება რეგიონს | თბილისი |
სამსახურის უფროსი | გიორგი ებანოიძე |
კურატორი | ილია ელოშვილი (მერის მოადგილე) |
ბიუჯეტი | ? |
შტატი | 31 |
შტატი | 31 |
სამსახურის უფროსი იყო თბილისის მთავრობის წევრი და პასუხისმგებელი და უფლებამოსილებას იხსნიდა თბილისის მერის წინაშე. სამსახურის უფროსს ჰყავდა სამი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავდა და თანამდებობებიდან ათავისუფლებდა თბილისის მერი. სამსახურის დაფინანსება ხორციელდებოდა თბილისის ბიუჯეტის სახსრებით. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენდა თბილისის საკუთრებას.[2]