თარი
From Wikipedia, the free encyclopedia
თარი (სპარს. تار — „სიმა“, „ძაფი“[1]) — სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი. ამ გამოგონების ზუსტი წარმოშობის ადგილი უცნობია, სავარაუდოდ ითვლება სპარსეთის იმპერიის ტერიტორია. გავრცელებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, ავღანეთში, ერაყში, ირანში, თურქეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. თარი წარმოადგენს საბაზისო ინსტრუმენტს აზერბაიჯანულ და ირანულ ტრადიციულ მუსიკაში, რომელმაც ძირფესვიანი გავლენა მოახდინა ამ ქვეყნების კლასიკური მუსიკის მიმდინარეობის ტენდენციაზე.
2012 წლის 5 დეკემბერს თარზე შესრულების აზერბაიჯანული ოსტატობა შეყვანილ იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებათა ნუსხაში.[2]