ზემო რაინის ოლქი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზემო რაინის ოლქი (გერმ. Oberrheinischer Kreis) — საღვთო რომის იმპერიის ერთ-ერთი ოლქი. ზემო რაინის ოლქი 1500 წელს პირველ ექვს საიმპერიო ოლქს შორის შეიქმნა აუგსბურგის რაიხსტაგის გადაწყვეტილების შესაბამისად.
საოლქო ყრილობები (კრაისტაგები) თავდაპირველად ვორმსში ტარდებოდა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისიდან — მაინის ფრანკფურტში.