ზაქარია (საკუთარი სახელი)
მამაკაცის საკუთარი სახელი (Sakarias) / From Wikipedia, the free encyclopedia
ზაქარია — მამაკაცის სახელი. ძველ ებრაულად: „ღვთის მიერ დაუვიწყარი“ (სიტყვასიტყვით:„ღმერთს ახსოვს“). ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია, რომელიც გვხვდება სახარების უძველეს ქართულ თარგმანში: „რაითა ხიძიოს სისხლი ყოველთა წინასწარმეტყუელთაი,დათხეული დასაბამითგან სოფლისაით ნათესავისა ამისგან სისხლითგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაისა,ძისა ბარაქისა,რომელი წარწყმდა შოვრის საკურთხეველისა მის და ტაძრისა“ (ლუკა 11,50-51)[1].
ტერმინს „ზაქარია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ზაქარია. |
ეს სახელი ერქვა არაერთ ისტორიულ პირს, რომელთა შორის განსაკუთრებით ცნობილია თამარ მეფის ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი. ახლო წარსულიდან უპირველეს ყოვლისა მოგვაგონდება დიდი ქართველი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი[2][3].
ზაქარია-ს მოფერებითი ფორმებია: ზაქრო, ზაქრუა, შაქრო, შაქარა...
მათგან ნაწარმოები გვარებია: ზაქარიაძე, ზაქარიაშვილი, ზაქარაძე, ზაქარაშვილი, ზაქარიძე, ზაქარეიშვილი, ზაქარაია, ზაქარია, ზაქროშვილი, ზაქუტაშვილი, ზარქუა (ზაქრუა), ზაქრაძე...