ვლადისლავ შპილმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვლადისლავ შპილმანი (დ. 5 დეკემბერი, 1911 გ. 6 ივლისი, 2000) — ებრაული წარმოშობის პოლონელი პიანისტი და კომპოზიტორი. მის ბიოგრაფიაზეა დაფუძნებული რომენ პოლანსკის 2002 წლის ფოლმი „პიანისტი“.
სწრაფი ფაქტები ვლადისლავ შპილმანი, მშობლიური სახელი ...
ვლადისლავ შპილმანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Władysław Szpilman |
დაბადების თარიღი |
12 მაისი, 1911 ვარშავა, პოლონეთი |
გარდაცვალების თარიღი |
7 ივნისი, 2000(2000-06-07) ვარშავა, პოლონეთი |
ეროვნება | პოლონელი |
ეთნიკურად | ებრაელი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, პიანისტი, მწერალი |
აქტიური | 1930-2000 |
დახურვა
შპილმანი ფორტეპიანოზე დაკვრას ბერლინისა და ვარშავის მუსიკალურ აკადემიებში სწავლობდა. იგი პოლონეთში ცნობილი სასცენო და რადიო შემსრულეველი გახდა. ქვეყანაში ნაცისტური გერმანიის შეჭრის შემდეგ შპილმანი ორი წელი მიმალვაში იმყოფებოდა. მას დაეხმარა გერმანელი ოფიცერი, ვილმ ჰოზენფილდი, რომელიც ნაციზმის წინააღმდეგი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შპილმანმა განაახლა თავისი კარიერა პოლონეთის რადიოში. პიანისტობის გარდა იგი კომპოზიტორიც იყო. მისი შემოქმედება ასობით სიმღერას და მრავალ საორკესტრო ნამუშევარს მოიცავს.