ვიშაქაპატნამი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიშაქაპატნამი (ტელუგუ విశాఖపట్టణం), ასევე ვიზაგი — მთავარი საპორტო ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთის სანაპიროზე. 1 435 099 მოსახლით, იგი ანდჰრა-პრადეშის შტატის მეორე უმსხვილესი და ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მესამე უდიდესი ქალაქია კოლკატისა და ჩენაის შემდეგ. მდებარეობს შტატის დედაქალაქ ჰაიდარაბადიდან 625 კმ-ით აღმოსავლეთით. ვიშაქაპატნამში განთავსებულია სახელმწიფოს კუთვნილი რამდენიმე მძიმე მრეწველობის საწარმო, ფოლადის მთავარი საწარმო და გააჩნია ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო პორტი და უძველესი ნავსაშენი. მას ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთადერთს აქვს ბუნებრივი ნავსადგური.
ქალაქი | |
---|---|
ვიშაქაპატნამი ტელუგუ విశాఖపట్టణం | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | ანდჰრა-პრადეშიანდჰრა-პრადეში |
კოორდინატები | 17°41′18″ ჩ. გ. 83°13′07″ ა. გ. |
ფართობი | 543 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 5 მ |
მოსახლეობა | 1 730 320 [1] კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 3 240 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | ++91-891-XXX XXXX |
საფოსტო ინდექსი | 530/531[2] |
ოფიციალური საიტი | http://www.visakhapatnammunicipalcorporation.org |
ვიშაქაპატნამს სახელი ინდუისტური მამაცობის ღმერთის — ვიშაკას პატივსაცემად ეწოდა. ქალაქი გაშენებულია აღმოსავლეთ გჰატის ბორცვებს შორის და აღმოსავლეთით გადაჰყურებს ბენგალის ყურეს. იგი ვიშაქაპატნამის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია, ასევე განთავსებულია ინდოეთის ფლოტის აღმოსავლეთ საზღვაო სარდლობის შტაბ-ბინა. ვიშაქაპატნამს ხშირად ბედის ქალაქს უწოდებენ,[3] ბოლო დროს კი ასევე აღმოსავლეთ სანაპიროს გოას. სანაპიროს დასავლეთ ნაწილი გამოირჩევა პლაჟებით, ბორცვებით და დრამატული ლანდშაფტით. ქალაქში ფოკუსირდება სწრაფუ ურბანული და ტურისტული განვითარება.