ვიქტორ ორტა
ბელგიელი არქიტექტორი და დიზაინერი / From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორ ორტა (ფრანგ. Victor Horta დ. 6 იანვარი, 1861 — გ. 8 სექტემბერი, 1947) — ბელგიელი არქიტექტორი და კონსტრუქტორი. როგორც მას ჯონ ნირვიჩი აღწერს, „ის იყო ფუძემდებელი ევროპული არტ-ნუვოს სტილისა". მართლაც, ორტას სახელი უმნიშვნელოვანესია არტ-ნუვოს არქიტექტურაში. 1892–1893 წლებში, ბრიუსელში მის მიერ აშენებული ჰოტელ-ტასელი ნიმუშია იმისა, რომ ის იყო პირველი, რომელმაც დეკორატიული ხელოვნება არქიტექტურაში შემოიტანა. ორტას ღრმა გავლენის ქვეშ მალევე მოექცა ფრანგი არქიტექტორი ექტორ გიმარდი, რომელმაც მისი სტილი საფრანგეთსა და დანარჩენ მსოფლიოში გაავრცელა. ძველი სტილის უარყოფითა და ახლის შემოტანით, ორტამ საფუძველი ჩაუყარა მოდერნისტულ არქიტექტურას.[12]
ვიქტორ ორტა | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 6 იანვარი, 1861(1861-01-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | გენტი[1] [9] |
გარდ. თარიღი | 8 სექტემბერი, 1947(1947-09-08)[1] [3] [4] [5] [6] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | ბრიუსელი[1] [9] |
დასაფლავებულია | იქსელის სასაფლაო |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი[10] [8] [9] , დიზაინერი, ქალაქთმშენებელი[8] , მასწავლებელი[8] და general contractor[8] |
მოქალაქეობა | ბელგია[11] |
მიმართულება | არტ-ნუვო და არტ-დეკო |
ალმა-მატერი | Académie royale des Beaux-Arts |
მნიშვნელოვანი პროექტები | ოტელ-ტასელი, ჰოტელ-სოლვაი, ჰოტელ-ვან-ეეტველდე, House & Atelier Horta, Palace of Fine Arts და Maison du Peuple |
ჯილდოები | Officer of the Order of the Crown |
მეუღლე | Pauline Heyse და Julia Carlsson |
შვილ(ებ)ი | Marguerite Horta და Simonne Horta |
ხელმოწერა | |
1932 წელს, ბელგიის მეფე ალბერტ I-მა, არქიტექტურაში შეტანილი წვლილისთვის ორტას ბარონის ტიტული უბოძა. მის მიერ დაპროექტებული ოთხი შენობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.