ვესტგუთების სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
ვესტგუთების სამეფო — სამეფო, რომელსაც ეკავა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი და პირენეს ნახევარკუნძული V საუკუნიდან VIII საუკუნემდე (418 – 720 წლები). ვესტგუთები ძველი გერმანული მოდგმის ტომი გახლდათ, რომელმაც სამშობლო სხვადასხვა მიზეზის გამო მიატოვა და, თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიიდან დაძრული, 378 წლისთვის, დუნაის გადალახვის შემდეგ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე დასახლდა. რომაელებს მათი ეშინოდათ და ისინი დამარცხდნენ კიდეც ვესტგუთებთან ბრძოლაში. 410 წელს რომი ვესტგუთებმა აიღეს მეფე ალარიკის (370-410) მეთაურობით. იგი თავდაპირველად შეიქმნა მეფის ქვეშევრდომი ვესტგუთების დასახლებით, რომლებმაც დაიკავეს აკვიტანია და აიძულეს რომაელები, ეცნოთ მათი ძალაუფლება ამ მხარეში, შემდეგ კი გააგრძელეს დაპყრობები მთელ პირენეს ნახევარკუნძულზე. სამეფომ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა აღმოსავლეთ რომის/ბიზანტიის იმპერიისგან, რომლის მცდელობები რომის ხელისუფლების დაბრუნებისა პირენეს ნახევარკუნძულზე, მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებული და ხანმოკლე აღმოჩნდა. თითქმის სამასი წლის განმავლობაში ვესტგუთთა სამეფო პირენეს ნახევარკუნძულს და გალიის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლს მართავდა. მდგომარეობა VI საუკუნის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც აღმოსავლეთ რომის იმპერიამ/ბიზანტიამ ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო ზოლი დაიკავა, თუმცა მისი ოკუპაცია დიდხანს არ გაგრძელებულა. მალევე დაიწყო მუსლიმთა დაპყრობა, რამაც ვესტგუთთა სამეფოს მარცხი გამოიწვია.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ვესტგუთების სამეფო | |||||
| |||||
ვესტგუთების სამეფო, V–VII საუკუნეები | |||||
დედაქალაქი | ტულუზა ნარბონა ბარსელონა ტოლედო | ||||
ენები | ლათინური ენა გუთური ენა | ||||
რელიგია | ქრისტიანობა (არიანელობა, ნიკეის მრწამსი, რომაული კათოლიციზმი იუდაიზმი | ||||
მთავრობა | მონარქია | ||||
ისტორია | |||||
- | რომის დარბევა | 410 | |||
- | შეიქმნა | 418 | |||
- | გაუქმდა | 720 | |||