ვასკო და გამა
From Wikipedia, the free encyclopedia
ვასკო და გამა (პორტ. Vasco da Gama; დ. 1460 ან 1469 — გ. 24 დეკემბერი, 1524) — პორტუგალიელი მოგზაური, რომელმაც პირველად გაცურა ევროპიდან ინდოეთამდე, კეთილი იმედის კონცხის გავლით. ვასკო და გამამ კონცხს დეკემბერში შემოუარა და აღმოსავლეთის მიმართულებით იცურა აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე მალინდიმდე. აქ ლოცმანი აიყვანა და მას ფლოტის ინდოეთის ოკეანეში შეყვანა დაავალა. ინდოეთში მისდამი დიდი პატივისცემა არ გამოუხატავთ, თუმცა პორტუგალიაში გმირად მიიღეს, რადგან ქვეყანამ ამ ახალი გზით სანელებლებით სარფიანად ვაჭრობისა და აღმოსავლეთის მიწების კოლონიზების შესაძლებლობა მიიღო.
სწრაფი ფაქტები ვასკო და გამა, მშობლიური სახელი ...
ვასკო და გამა | |
---|---|
მშობლიური სახელი | Vasco da Gama |
დაბადების თარიღი |
1460/1469 სინესი (პორტუგალია) |
გარდაცვალების თარიღი |
1524 კოჩი |
ეროვნება | პორტუგალიელი |
საქმიანობა | მოგზაური |
ხელმოწერა |
დახურვა