ვალტერ ბაადე
გერმანელი ასტრონომი / From Wikipedia, the free encyclopedia
ვალტერ (უოლტერ) ბაადე (გერმ. Walter Baade; დ. 24 მარტი, 1893, შრეტინგჰაუზენი, გერმანიის იმპერია — გ. 25 ივნისი, 1960, გეტინგენი) — გერმანელი ასტრონომი. 1919-1931 წლებში მუშაობდა ჰამბურგის ობსერვატორიაში, 1931-1958 აშშ-ში. ბაადე უმთავრესად ცნობილია ანდრომედეს ნისლეულის გამოკვლევით. 1943 წელს ბაადემ მოახერხა ანდრომედეს გულის დაშლა ვარსკვლავებად და მათი შესწავლის სუფუძველზე, საბჭოთა ასტრონომებთან ერთდოულად, დაადგინა, რომ გალაქტიკებში ვარსკვლავები ძირითადად ქმნიან ორი ტიპის დასახლებას, რომლებსაც მან I და II დასახლებები უწოდა. იმავე ნისლეულის სფერულ გროვებზე დაკვირვებების შედეგად დაასკვნა, რომ გალაქტიკებს შორის მანძილების სკალა, რომელიც 1918 მიიღეს, მცდარია და დაახლოებით ორჯერ უნდა გაიზარდოს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაადე (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ვალტერ ბაადე, დაბ. თარიღი ...
ვალტერ ბაადე | |
---|---|
გერმ. Walter Baade | |
დაბ. თარიღი | 24 მარტი, 1893(1893-03-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბ. ადგილი | შრეტინგჰაუზენი[2] |
გარდ. თარიღი | 25 ივნისი, 1960(1960-06-25)[1] [2] [3] [4] [6] [7] [8] [9] [10] [11] (67 წლის) |
გარდ. ადგილი | გეტინგენი[12] |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | ასტრონომი[2] და ასტროფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | მაუნტ-უილსონის ობსერვატორია, პალომარის ობსერვატორია და გეტინგენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | გეტინგენის უნივერსიტეტი[2] და მიუნსტერის უნივერსიტეტი[2] |
განთქმული მოსწავლეები | ჰელტონ არპი და ალან სენდიჯი |
მეუღლე | Johanna Bohlmann |
ჯილდოები | ჰენრი ნორის რასელის პრემია, ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი და ბრიუსის მედალი[13] |
დახურვა