ვალენსიის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ვალენსიის პროვინცია შედის ვალენსიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 266 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ვალენსიის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 17 კომარკაში: ვალიე-დე-ალბაიდა (35 მუნიციპალიტეტი), რიბერა-ალტა (35), საფორი (31), უერტა-ნორტე (22), კოსტერა (19), ლოს-სერანოსი (19), კამპო-დე-ტურია (16), კამპო-დე-მორვედრე (16), რიბერა-ბახა (12), უერტა-სური (12), ოია-დე-ბუნიოლი (9), უერტა-ოესტე (9), რეკენა-უტიელი (9), კანალ-დე-ნავარესი (8), რინკონ-დე-ადემუსი (7), ვალიე-დე-კოფრენტესი (7) და ვალენსია (1).
ვალენსიის პროვინციის ფართობია 10 841,82 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 591 875 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ვალენსია, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია რეკენა (814,21 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — ემპერადორი (0,03 კმ²)[4].