ეფესო
From Wikipedia, the free encyclopedia
ეფესო (ძვ. ბერძნ. Ἔφεσος, თურქ. Efes) — ძველი ბერძნული პოლისი, შემდეგ კი მნიშვნელევონი რომაული ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში. თანამედროვე სელჩუკის ადგილას, იზმირის პროვინცია, თურქეთი. ის იყო იონიელების კავშირში შემავალი ერთ-ერთი ქალაქი თორმეტიდან.[1]. რომაული მმართველობის პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში იგი იყო რომის იმპერიის სიდიდით მეორე ქალაქი, იმპერიის დედაქალაქის, რომის შემდეგ.[2][3] ძვ. წ. I საუკუნეში ეფესოს მოსახლეობა იყო 250 000, რაც მას მსოფლიოში სიდიდით მეორე ქალაქადაც აქცევს.[3]
სწრაფი ფაქტები ეფესო*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ეფესო* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ცელსუსის ბიბლიოთეკის ფასადი | |
ქვეყანა | თურქეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv, vi |
სია | |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდ. ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2014 (38-ე სესია) |
ნომერი | 1018 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ქალაქი სახელგანთქმულია იქ მდებარე არტემიდას ტაძრის გამო, (აშენდა დაახლ. ძვ. წ. 550 წელს) რომელიც შეტანილია ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში.