ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია — საქართველოს ეკლესია-მონასტრები, ციხესიმაგრეები, სასახლეები, საცხოვრებელი სახლები, ხიდები, კოშკები და სხვა ძეგლები, რომელთაც მინიჭებული აქვთ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. 2013 წლამდე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას ძეგლს ანიჭებდა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო 2013 წლიდან — საქართველოს მთავრობა.
აქ წარმოდგენილია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია მხარეების მიხედვით. 2009 წლის 24 ნოემბერს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭათ და ამ სიაში არის ნაჩვენები თბილისის რამდენიმე შენობა[1].
2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 563-ე ბრძანებულების თანახმად ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სიიდან ამოიღეს საყდრისის საბადოები[2].