ერაყის მეფეთა სია
From Wikipedia, the free encyclopedia
პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ იმპერიის ყოფილმა სამმა ვილაიეთმა შეადგინა ერაყი და გადავიდა დიდი ბრიტანეთის მანდატის ქვეშ. 1921 წელს ერაყი მონარქიად გამოცხადდა. ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ჰაშიმიდების დინასტია. პირველი მეფე გახდა ფეისალ I, სირიის ყოფილი მეფე. ერაყის სამეფო არსებობდა 37 წლის მანძილზე. უკანასკნელი მეფე ფეისალ II დაამხეს 1958 წელს ერაყის რევოლუციის დროს. გადატრიალების შედეგად მონარქია გაუქმდა და დამყარდა რესპუბლიკა.