ენია
From Wikipedia, the free encyclopedia
ენია პატრიშა ბრენანი (Eithne Pádraigín Ní Bhraonáin; დ. 17 მაისი 1961) — ირლანდიელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი და პროდიუსერი.
ენია | |
---|---|
ენია 2022 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი |
|
დაბ. თარიღი | 17 მაისი, 1961 (1961-05-17) (62 წლის) |
დაბ. ადგილი | დორი, გვიდორი, ირლანდიის რესპუბლიკა |
ჟანრ(ებ)ი |
ნიუ ეიჯი, კელტური მუსიკა, მსოფლიო მუსიკა |
საქმიანობა |
კომპოზიტორი ვოკალისტი მულტი ინსტრუმენტალისტი პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, ფორტეპიანო, კლავიშებიანები, პერკუსია |
აქტიური | 1980–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | enya.com |
ენია ვიკისაწყობში |
ენიას მუსიკალური კარიერა დაიწყო 1980 წელს, როდესაც იგი პირობითად შეუერთდა საოჯახო ჯგუფ Clannad-ს, შემდეგ კი სოლო-კარიერა დაიწყო. 1986 წელს მან ყურადღება მიიქცია BBC-ზე გასული სერიალით კელტები. მალე 1988 წლის ალბომმა Watermark მომღერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. იგი ცნობილი გახდა გამორჩეული ჟღერადობით, მრავალფენოვანი ვოკალური ჰარმონიებით, ხალხური მუსიკის მელოდიებით, სინთეზატორით შექმნილი ფონით და ჰაეროვანი გამოძახილებით.[1] სიმღერებს იგი 10 სხვადასხვა ენაზე ასრულებს.[2]
წარმატება ენიას 1990-იან და 2000-იან წლებში ჰქონდა შენარჩუნებული. მისი 2000 წლის ალბომი A Day Without Rain გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით,[3] და Nielsen SoundScan-ის თანახმად იქცა აშშ-ში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვად ნიუ-ეიჯის ჟანრის ალბომად.[4] 2001 წელს მსოფლიო მუსიკის დაჯილდოების ცერემონიაზე ენიას მიენიჭა მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალის ჯილდო.[5] იგი ითვლება ირლანდიის ყველაზე გაყიდვად სოლო-მუსიკოსად.[6] მისი ჩანაწერები გაყიდული იქნა 75 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით,[7] მათ შორის - 26,5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში,[8] რითაც ენია მოხვდა ყველა დროის ყველაზე გაყიდვად შემსრულებელთა სიაში. მიღებული აქვს ოთხი „გრემი“ და ოსკარის ერთი ნომინაცია.