ემილს დარზინში
From Wikipedia, the free encyclopedia
ემილს დარზინში (დ. 3 ნოემბერი, 1875 — გ. 31 აგვისტო, 1910) — ლატვიელი კომპოზიტორი, დირიჟორი და მუსიკის კრიტიკოსი. მისი მუსიკა გამოკვეთილად რომანტიკულია ნაციონალური შტრიხებით. მისზე დიდი გავლენა მოახდინეს ჩაიკოვსკიმ და სიბელიუსმა. მისი ნაწარმოებების ძირითადი ნაწილი შექმნილია ვოკალური მუსიკისთვის, თუმცა ასევე აქვს კომპოზიციები ორკესტრისთვისაც. რომელთაგანაც მხოლოდ ერთი "Melanholiskais valsis" (მელანქოლიური ვალსი) არის შემორჩენილი. მისი ადრეული 34 წლის ასაკში გარდაცვალების შემდეგ დარჩენილია ერთი დაუსრულებელი ოპერა: "Rožainās dienas" (ვარდის დღეები).
სწრაფი ფაქტები ემილს დარზინში, ბიოგრაფია ...
ემილს დარზინში | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 3 ნოემბერი, 1875 |
დაბ. ადგილი | იაუნპიებალგა, რუსეთის იმპერია |
წარმოშობა | ლატვიელი |
გარდ. თარიღი | 31 აგვისტო, 1910 |
გარდ. ადგილი | რიგა |
დასაფლავებულია | Mārtiņa cemetery |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
ემილს დარზინში ვიკისაწყობში |
დახურვა