ემილი რატაკოვსკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ემილი ო'ჰარა რატაკოვსკი (დ. 7 ივნისი, 1991, ლონდონი) — მოდელი და მსახიობი. დაიბადა ლონდონში და გაიზარდა სან-დიეგოში. პირველად გამოჩნდა 2012 წელს, ეროტიული ჟურნალი „treats!“-ის მარტის თვის გარეკანზე. ამის შემდეგ იგი გამოჩნდა ორ მუსიკალურ კლიპში, რობინ ტიკის „Blurred Lines“-სა და „Maroon 5“-ის „Love Somebody“-ში.
ემილი რატაკოვსკი | |
---|---|
რატაკოვსკი 2016 წელს | |
დაბ. თარიღი | 7 ივნისი, 1991 (1991-06-07) (32 წლის) |
დაბ. ადგილი | ლონდონი, ინგლისი |
სიმაღლე | 170 სმ |
თმის ფერი | ყავისფერი |
თვალები | ყავისფერი |
მისი კარიერა დაიწყო 2004 წელს. რატაკოვსკი 2014 და 2015 წლებში ზედიზედ ორჯერ გამოჩნდა „Sports Illustrated swimsuit issues“-ში. მისი დებიუტი პოდიუმზე შედგა მარკ ჯეიკობსის ჩვენებაზე, 2015 წლის ნიუ-იორკის ფეშენ-ვიკზე. ამის შემდეგ პარიზის ფეშენ-ვიკზე გამოვიდა Miu Miu-სთვის და მილანის ფეშენ-ვიკზე ბოტეგა ვენეტას კოლექციის ჩვენებაზე, Dolce & Gabbana-სა და Versace-სათვის. რატაკოვსკი გამოჩნდა „Buick Super Bowl commercial“-ის „Super Bowl 50“-ის ფარგლებში (2016), და ამის შემდეგ ის გახდა არაერთი ბრენდის სპიკერი, ისეთების როგორიცაა DKNY, The Frye Company, Kerastase, Paco Rabanne, და DL1961.
რატაკოვსკიმ სამსახიობო კარიერა ბავშვობაში, ქალაქ სან-დიეგოში დაიწყო, მანამდე სანამ ის მიიღებდა როლს „Nickelodeon“-ის სერიალში „iCarly“ (2009–2010). მისი დებიუტი მხატვრულ ფილმში შედგა 2014 წელს ბენ აფლეკის ფილმში „Gone Girl“. მან შეასრულა ენდი ფიცჯერალდის როლი. მისი სხვა როლებიდან გამოსარჩევია ფილმები „Entourage“ (2015), „We Are Your Friends“ (2015), „I Feel Pretty“ (2018) და „Welcome Home“ (2018), მან აგრეთვე ითამაშა მინისერიალში „The Spoils Before Dying“ (2015) და ანთოლოგიურ სერიალში „Easy“ (2016). რატაკოვსკი აქტიურად ადვოკატირებს ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს და არის „Planned Parenthood“-ის სპიკერი. იგი თავის თავს ახასიათებს როგორც ფემინისტს, მან მიიღო კრიტიკა და მხარდაჭერა სექსუალურ გამოხატვაზე თავისი მოსაზრების გამო.
2020 წლის ოქტომბერში რატაკოვსკიმ „Vogue“-ის გარეკანზე გამოჩენისას დაადუსტურა რომ არის ფეხმძიმედ და ელოდება პირველ შვილს.[1]