ელენა დავიდოვა
From Wikipedia, the free encyclopedia
ელენა დავიდოვა (რუს. Еле́на Ви́кторовна Давы́дова; დ. 7 აგვისტო, 1961, ვორონეჟი) — ყოფილი საბჭოელი სპორტული ტანმოვარჯიშე, შემდგომში ტანვარჯიშის მწვრთნელი და მსაჯი. 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების „all-around“ ღონისძიების ჩემპიონი. კანადაში, ოშავაში (ონტარიო) ტანვარჯიშის კლუბის — Gemini Gymnastics (მარჩვიბის ტანვარჯიში) — მფლობელი და მთავარი მწვრთნელი. 2012 წლის ივლისში დავიდოვა კანადის ქალთა სპორტული ტანვარჯიშის გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი იყო. კრისტინა ვაქილიკიც, რომლის წყალობითაც კანადის სპორტული ტანვარჯიშის ქალთა ნაკრებმა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილი დაიკავა, დავიდოვამ გაწვრთნა (კანადის ნაკრებისთვის ოლიმპიურ ისტორიაში ეს საუკეთესო მაჩვენებელია).[1][2] დავიდოვა ცნობილია, თავისი რთული, ინოვაციური და მომხიბვლელი გამოსვლებით.
ელენა დავიდოვა | |
---|---|
| |
ქვეყანა (სპორტი) | სსრკ |
დაიბადა |
7 აგვისტო, 1961 (1961-08-07) (62 წლის) ვორონეჟი, საბჭოთა კავშირი |
საცხოვრებელი ადგილი | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
რეზიდენცია | ოშავა, ონტარიო, კანადა |
დისციპლინა | ქალთა მხატვრული ტანვარჯიში |
დონე | უფროსთა შორის ელიტური |
2016 წლის ოქტომბერში ის ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ქალთა ტექნიკური კომიტეტის წევრად აირჩიეს.[3]