ეთანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეთანი (ლათ. Ethanum) — ალკანების კლასის ორგანული ნაერთია. ბუნებაში არსებობს ბუნებრივი აირის, ნავთობის და სხვა ნახშირწყალბადების შემადგენლობაში. საინტერესოა, რომ ტიტანის ზედაპირზე (სატურნის თანამგზავრი) დაბალი ტემპერატურის პირობებში (−180 °C) არსებობს მთელი რიგი თხევადი მეთან-ეთანის ნარევების ტბები და მდინარეები.
სწრაფი ფაქტები ზოგადი, ფიზიკური თვისებები ...
ეთანი | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | C2H6 |
მოლური მასა | 30,07 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | უფერო აირი |
სიმკვრივე | 0,5612@-100°C, 1.282 კგ/მ3(15 C აირი, 1 ატმ) 546.49 კგ/მ3(თხევადი, 1 ატმ) გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −182,8 (89.34 K) °C |
დუღილის ტემპერატურა | −88,6 (184 K) °C |
აფეთქების ტემპერატურა | -135 °C |
თვითაალების ტემპერატურა | 472 °C |
სამმაგი წერტილი | 91 K (-182 °C), 1.1 პა |
კრიტიკული წერტილი | 305.3 K (32.2 °C), 4.9 პა |
ქიმიური თვისებები | |
ხსნადობა წყალში | ძალიან დაბალი გ/100 მლ |
უსაფრთხოება | |
რისკის ფრაზები | R12 |
უსაფრთხოების ფრაზები | S2, S9, S16, S33 |
NFPA 704 | H-1, F-1, R-0 |
კლასიფიკაცია | |
CAS | 74-84-0 |
PubChem | 6324 |
SMILES |
|
EC | 200-814-8 |
RTECS | KH3800000 |
დახურვა
ეთანი სინთეთიკურად პირველად მიღებული იქნა 1834 წელს მაიკლ ფარადეის მიერ, კალიუმის აცეტატის ელექტროლიზის მეშვეობით. სახელწოდება ეთანი წარმოადგენს IUPAC-ის ნომენკლატურის ორგანული ქიმიის წარმოებულს. "ეთ-" ("ETH-") აღნიშნავს ნახშირბადის 2 ატომის არსებობას, და "-ანი" მიუთითებს რომ მათ შორის არის ერთი ბმა კავშირი.