დროშის დღე
From Wikipedia, the free encyclopedia
დროშის დღე — დროშასთან დაკავშირებული დღესასწაული, რომელიც მიძღვნილია რომელიმე კონკრეტული დროშის აღმართვას (როგორიც არის სახელმწიფო დროშა) ან დღე, რომელიც განკუთვნილია ისეთი ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად, როგორიც სახელმწიფოს მიერ მისი ამჟამინდელი დროშის მიღებაა.
დროშის დღეები ჩვეულებრივ ეროვნული კანონმდებლობით განისაზღვრება (მათ შორის საქართველოშიც), თუმცა ზოგ ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურის დადგენილებაც საკმარისია მის დასანიშნად. კანონი ან დადგენილება შეიძლება განსაზღვავდეს თუ სად და რა სახით აღიმართება დროშა.[1]