დოროთი ჰაიმენი
From Wikipedia, the free encyclopedia
დოროთი ჰაიმენი (დ. 9 მაისი, 1941) — ინგლისელი ყოფილი სპრინტერი. მან იასპარეზა 1960 და 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 100 მ, 200 მ და 4 × 100 მ დისტანციებზე, სადაც მოიგო სამი მედალი. მან ასევე მოიგო ინდივიდუალური 100 მ სპრინტის ოქრო და ვერცხლი 200 მეტრის დისტანციაზე 1962 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბელგრადში და ინგლისის წარმომადგენლობით, 1962 წლის თანამეგობრობის თამაშებზე დაასრულა 100/220 იარდის (91/200 მეტრი) სპრინტის დუბლი.[2]
სწრაფი ფაქტები პირადი ინფორმაცია, დაბ. თარიღი ...
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 9 მაისი, 1941(1941-05-09) (82 წლის) |
დაბ. ადგილი | Cudworth |
სიმაღლე | 170 |
წონა | 59 |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ჯილდოები | BBC Sports Personality of the Year Award[1] |
დახურვა
არის 1963 წლის BBC-ის წლის სპორტული პიროვნების ჯილდოს გამარჯვებული, მის საპატივცემულოდ მშობლიურ სოფელ კუდვორტში სტადიონი გაიხსნა.[3] 2011 წელს იგი შეიყვანეს ინგლისის მძლეოსნობის დიდების დარბაზში.[4]