დოროთეა სოფია ნოიბურგელი
From Wikipedia, the free encyclopedia
დოროთეა სოფია ნოიბურგელი (გერმ. Dorothea Sophie von der Neuburg, იტალ. Dorotea Sofia di Neuburg; დ. 5 ივლისი, 1670, ნოიბურგი, საღვთო რომის იმპერია — გ. 15 სექტემბერი, 1748, პარმა, იტალია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. პფალც-ნოიბურგის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმისა და მისი მეუღლის, ლანდგრაფინია ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელის ასული. მისი დები ესპანეთის, პორტუგალიისა და საღვთო რომის დედოფლები გახდნენ. თავად იგი ჯერ დააქორწინეს პარმის პრინც ოდოარდო ფარნეზეზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მის ნახევარ-ძმაზე, პარმის ჰერცოგ ფრანჩესკო ფარნეზეზე. პირველი ქმრისგან შეეძინა ქალიშვილი, რომელიც შემდგომში ესპანეთის დედოფალი ისაბელ ფარნეზე გახდა, როგორც ფილიპე V-ის მეორე ცოლი.
სწრაფი ფაქტები დოროთეა სოფია ნოიბურგელი, პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგინია ...
დოროთეა სოფია ნოიბურგელი | |
---|---|
პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 7 დეკემბერი, 1696 |
მმართ. დასასრული: | 26 მაისი, 1727 |
წინამორბედი: | მარია დ’ესტე |
მემკვიდრე: | ენრიკეტა დ’ესტე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 5 ივლისი, 1670 |
დაბ. ადგილი: | ნოიბურგი, საღვთო რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 15 სექტემბერი, 1748, (78 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარმა, იტალია |
მეუღლე: |
ოდოარდო, პარმის პრინცი (ქ. 1690 - გარდ. 1693) ფრანჩესკო, პარმის ჰერცოგი (ქ. 1696 - გარდ. 1727) |
შვილები: | ისაბელი, ესპანეთის დედოფალი |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ფილიპ ვილჰელმი, პფალც-ნოიბურგის კურფიურსტი |
დედა: | ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა