დონა შალეილა
From Wikipedia, the free encyclopedia
დონა ედნა შალეილა (/ʃəˈleɪlə/; დ. 14 თებერვალი, 1941) — ამერიკელი პოლიტიკოსი და აკადემიკოსი, რომელიც მსახურობდა ჯიმ კარტერისა და ბილ კლინტონის ადმინისტრაციასა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში. 2008 წელს დაჯილდოვდა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით.
დონა შალეილა | |
---|---|
დაბადების სახელი | დონა ედნა შალეილა |
დაბადების თარიღი |
14 თებერვალი, 1941 (1941-02-14) (83 წლის) კლივლენდი, ოჰაიო, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, აკადემიკოსი |
1962 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი დასავლეთის ქალთა კოლეჯიდან და იმსახურა მშვიდობის კორპუსში. 1970 წელს დოქტორის ხარისხი მაქსველის მოქალაქეობისა და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლიდან მიიღო. მოგვიანებით პროფესორად ბარუხის კოლეჯში და კოლუმბიის უნივერსიტეტის მასწავლებელთა კოლეჯში მუშაობდა. კარტერის ადმინისტრაციაში მუშაობისას, იყო შეერთებული შტატების ურბანული დეპარტამენტის კვლევისა და პოლიტიკის შემუშავების ასისტენტ-მდივანი. გახდა ჰანტერ კოლეჯის მეათე პრეზიდენტი, შემდეგ კი 1988 წლიდან 1993 წლამდე იყო ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის კანცლერი.
1993 წლიდან 2001 წლამდე, პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, იყო შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების (HHS) მე-18 მდივანი. კლინტონის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის დროს რვა წლის განმავლობაში მსახურობდა HHS-ის მდივნად. ის პირველი ლიბანელ-ამერიკელია, რომელიც მინისტრთა კაბინეტში მუშაობდა. იყო მაიამის უნივერსიტეტის პრეზიდენტი 2001 წლიდან 2015 წლამდე, სადაც ასევე მასწავლებლის ფუნქციაც ჰქონდა. 2015 წლიდან 2017 წლამდე იყო კლინტონის ფონდის პრეზიდენტი.