დომკრატი
From Wikipedia, the free encyclopedia
დომკრატი (ნიდერლანდური სიტყვიდან dommekracht) — მექანიზმი მძიმე ცალეული ტვირთების ასაწევად სარემონტო, სამონტაჟო ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულების დროს. ახასიათებს პატარა გაბარიტები, მცირე მასა (ჩვეულებრივ არ აღემატება ტვირთამწეობის 1 %-ს), უმნიშვნელო სიჩქარე (0,01–0,25 მ/წთ) და აწევის სიმაღლე (0,15–1 მ). თუმცა სპეციალური დანიშნულების დომკრატს შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე ასეული ტონის ტვირთამწეობა და რამდენიმე მეტრის ტოლი აწევის სიმაღლე. უზრუნველყოფს ტვირთების მდოვრე აწევას, მათ ზუსტ ფიქსაციას და მოცემულ სიმაღლეზე გაჩერებას. ამძრავის ტიპის მიხედვით განასხვავებენ ხელის და ელექტრული ამძრავის მქონე დომკრატს, ხოლო მოქმედების პრინციპისა და კონსტრუქციის თავისებურებების მიხედვით — ლარტყულს, ხრახნულსა და ჰიდრავლიკურს.