დობროდეა
From Wikipedia, the free encyclopedia
დობროდეა (სამეცნიერო-პოპულარ.), აგრეთვე მსტისლავნა (ქრისტიანული სახელი გაურკვეველია, შესაძლოა, ნათლობის სახელია ევპრაქსია (ბერძნ. — "კეთილდღეობა"), ზოიას კორონაციაზე, გვხვდება ირინეც [1]) ( XII საუკუნის I ნახევარი) —კიევის დიდი მთავრის მსტილავ ვლადიმირის ძის და შვედეთის მეფის ასულის ქრისტინა ინგესდოტერის ქალიშვილი, ვლადიმირ მონომახის და შვედეთის მეფე ინგე I უფროსის შვილიშვილი. 1122 წელს გაათხოვეს ბიზანტიის იმპერატორის იოანე II კომნენოსის ნათესავზე.[2] ყველაზე გავრცელებული ვერსიით — მის უფროს ვაჟ ალექსიზე. მან მიიღო იმპერატრიცას (ვასილისა) ტიტული და სახელი ირინე, დედამთილის, უნგრეთის იმპერატორის ირინე უნგრელის პატივსაცემად. მას და ალექსის 1125 წ. შეეძინათ ქალიშვილი მარია. [3]
დობროდეა | |
---|---|
დაიბადა | XII საუკუნე კიევი, კიევის რუსეთი |
გარდაიცვალა | 16 ნოემბერი, 1131 |
საქმიანობა | ექიმი |
მეუღლე | ალექსი კომნენოსი (ანდონიკე I-ის ვაჟი) |
მშობლები | მამა — მსტილავ ვლადიმირის ძე დედა—ქრისტინა ინგესდოტერი |
გუსტინის ქრონიკის ავტორი აღწერს მსტისლავის ასულის „საბერძნეთის უფლისწულ, იოანე კომნენოსის ძეზე“ დაქორწინების ამბავს. (სხვა წყაროებში ნახსენებია სახელი ანდრონიკე კომნენოსი — ზემოხსენებული ალექსის უმცროსი ძმა).