დედამიწის გეოლოგიური ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
დედამიწის გეოლოგიური ისტორია დაიწყო 4,567 მილიარდი წლის წინ, როდესად მზის ფორმირების შედეგად წარმოქმნილი დისკოს ფორმის მტვრისა და აირის ნისლეულისგან მზის სისტემის პლანეტები შეიქმნა. თავდაპირველად მდნარი დედამიწის გარე შრის გაგრილებით წარმოიქმნა მყარი ქერქი, ხოლო წყალი ატმოსფეროში იწყებს აკუმულირებას. მცირე ხანში წარმოიქმნა მთვარე, სავარაუდოდ მარსის ზომის დედამიწის მასის 10 %-ის ობიექტი თეიას დედამიწასთან დაჯახებით. ამ ობიექტის მასის ნაწილი დედამიწას შეუერთდა, ხოლო ნაწილი გარე სივრცეში გამოიტყორცნა, ამასთან საკმარისი მასალა გადარჩა დედამიწის გარშემო ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრის ჩამოსაყალიბებლად.
აირების ამოტყორცნითა და ვულკანური აქტივობით წარმოიქმნა პირველად ატმოსფერო. კონდენსირებულმა წყლის ორთქლმა, სახეცვლილმა კომეტების მიერ შემოტანილი ყინულით, წამოქმნა ოკეანეები. ამასთან დედამიწის ზედაპირი მუდმივად იცვლიდა სახეს და, შესაბამისად, ასობით მილიონი წლის განმავლობაში კონტინენტები ჩამოყალიბდა და ერთმანეთს დასცილდა. კონტინენტები მიგრაციას განიცდის ზედაპირის გასწვრივ და დროდადრო სუპერკონტინენტებს ქმნის. დაახლოებით 750 წლის წინ ყველაზე ადრეული ცნობილი სუპერკონტინენტი როდინია იწყებს გამოყოფას. კონტინენტებმა მოგვიანებით დაიწყო გადაჯგუფება და ქმნის პანოტიას 600-540 მლნ წლის წინ, ბოლოს კი პანგეას, რომელიც 180 მლნ წლის წინ გამოცალკევდა. გამყინვარების პერიოდების ამჟამინდელი ციკლები დაიწყო დაახლოებით 40 მლნ წლის წინ, შემდეგ გაინტენსიურდა პლეისტოცენის პერიოდში დაახ. 3 მლნ წლის წინ. პოლარულმა რეგიონებმა მას შემდეგ განიცადა გამყინვარებისა და დნობის ციკლები, რომლებიც ყოველ 40 000-100 000 წლებში მეორდება. მიმდინარე გამყინვარების ხანის ბოლო გაყინვის პერიოდი დასრულდა დაახ. 10 000 წლის წინ.
დედამიწის გეოლოგიური ისტორია შეიძლება ზოგადად დაიყოს ორ პერიოდად: წინაკამბრიულ სუპერეონად და ფანეროზოულ ეონად.