დები ვან ბიურენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ავგუსტა ვან ბიურენი და ადელინა ვან ბიურენი — დები, რომლებმაც 60 დღეში მოახერხეს და გაიარეს 5500 მილი, რათა გადაეკვეთათ კონტინენტური შეერთებული შტატები. თითოეულმა ეს საკუთარი მოტოციკლით მოახერხა. მათი მოგზაურობა დაიწყო 1916 წლის 4 ივლისს და დასრულდა ამავე წლის 8 სექტემბერს.[1] ამით ისინი გახდნენ მეორე და მესამე ქალი, ვინც მოტოციკლეტით მთელი კონტინენტი გადაკვეთა. პირველი ქალი, ვინც ეს მოახერხა, იყო ეფი ჰოჩკისი, რომელმაც ვან ბიურენებამდე ერთი წლით ადრე დაასრულა მოგზაურობა დედასთან ერთად (დედა, ევისი, მოტოციკლის გვერდითა ნაწილში იჯდა). მარშრუტი ბრუკლინიდან სან-ფრანცისკომდე გზას შეადგენდა.[2]
სწრაფი ფაქტები ავგუსტა ვან ბიურენი, დაბადების თარიღი ...
ავგუსტა ვან ბიურენი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 მარტი, 1884 ნიუ იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
30 სექტემბერი, 1959 მიდლტაუნი, დელავერის შტატი, აშშ |
სხვა სახელები | გასი |
საქმიანობა | ბიბლიოთეკარი, პილოტი |
ცნობილია როგორც | ქალი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაიარა კონტინტენტური აშშ მოტოციკლით |
დახურვა
სწრაფი ფაქტები ადელინა ვან ბიურენი, დაბადების თარიღი ...
ადელინა ვან ბიურენი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 ივლისი, 1889 ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 1989 |
სხვა სახელები | ადელაინ ტალი, ადი |
საქმიანობა | იურისტი, მასწავლებელი |
ცნობილია როგორც | ქალი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაიარა კონტინტენტური აშშ მოტოციკლით |
დახურვა