დანიის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
დანიის დროშა "დანებროგი" (დან. Dannebrog) — დანიის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. წითელ ფონზე გამოსახულია სკანდინავიური ჯვარი, რომელიც დროშის კიდეებამდე გადის. აღნიშნული ჯვარი დროშაზე ქრისტიანობის სიმბოლოა[1][2][3] და ასევე გვხვდება სხვა სკანდინავიურ სახელმწიფოთა დროშებზე, მათ შორისაა ნორვეგია, ფინეთი, ისლანდია, ასევე ალანდის კუნძულები, ფარერის კუნძულები, შეტლანდის არქიპელაგი და ორკნეის კუნძულები შოტლანდიაში. დანია-ნორვეგიის უნიის დროს, ეს დროშა ასევე იყო ნორვეგიის დროშა, რომელმაც დღეისათვის სულ მცირე ცვლილებები განიცადა, სანამ ნორვეგია 1821 წელს ამჟამინდელ დროშას მიიღებდა.
დანებორგი მსოფლიოში უძველესი დროშაა, რომელიც დღემდე გამოიყენება დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ.[4]
ლეგენდა დროშის წარმოშობას ლინდანისეს ბრძოლას უკავშირებს (აგრეთვე ცნობილი როგორც ვალდემარის ბრძოლა), რომელიც 1219 წლის 15 ივნიის ესტონეთში გაიმართა.[5]