დამღანის ბრძოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
დამღანის ბრძოლა —შეტაკება ნადირ-შაჰის სპარსულ ძალებსა და ავღანელებს შორის აშრაფ-შაჰის მეთაურობით ქალაქ დამღანის რაიონში ირანის ჩრდილოეთით. სპარსელების გამარჯვებამ ვერ უზრუნველყო სპარსეთში აშრაფის მმართველობის დასასრული, მაგრამ განაპირობა შემდგომი წარმატება მომდევნო ბრძოლებში თამაზ II-ის ტახტზე აღდგენის კამპანიის ფარგლებში.გილზაები იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ტერიტორიაზე სამხრეთ ავღანეთში. ბრძოლამ ასევე დაამტკიცა ნადირ-შაჰის სამხედრო სისტემის (კავალერია, მსროლელი და არტილერია) უპირატესობა ავღანელთა მოძველებულ სისტემასთან შედარებით, რომელიც მხოლოდ კავალერიას ეყრდნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ აშრაფი ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას მომდევნო ბრძოლაში მუნდშაჰარში, მან ვერ შეძლო ნადირ-შაჰის წინააღმდეგ ადექვატური სამხედრო სტრუქტურის ჩამოყალიბება.
დამღანის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ნადირ-შაჰის ომები ნაწილი | |||
დამღანის ბრძოლა | |||
თარიღი | 29 სექტემბერი — 5 ოქტომბერი 1729 | ||
მდებარეობა | დამღანი, ირანი | ||
შედეგი | სპარსელთა გამარჯვება, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სპარსეთის განთავისუფლება ჰოთაკების ბატონობისგან. | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
როდესაც გილზაი აშრაფ-შაჰი თავისი წინამორბედი მირ მაჰმუდ-შაჰის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა, თურქებთან ომში დიდ წარმატებებს მიაღწია: ნაკლები ძალებით დაამარცხა მრავალრიცხოვანი თურქული არმია და ზავის დადებაზე თანხმობა განაცხადა, რომლის მიხედვითაც მიიღო მიწები ყოფილი სეფიანთა იმპერიის დასავლეთით, ასევე მოახერხა თურქეთის მხარდაჭერის მოპოვება და აღიარება, როგორც სპარსეთის კანონიერმა მმართველმა.[1]
ამავე დროს, ნადირ-შაჰმა და თამაზ II-მ დააარსეს ბაზა ჩრდილო-აღმოსავლეთ სპარსეთში, საიდანაც გააპროტესტეს აშრაფის პრეტენზიები ახლად მოპოვებულ ტერიტორიებზე. როდესაც შეიტყო, რომ ნადირ-შაჰი ჰერათზე აპირებდა ლაშქრობას, აშრაფი ხორასანის დაპყრობის იმედით 1729 წლის აგვისტოში 30 000 ჯარისკაცით ისპაჰანიდან გაემგზავრა. ამ დროს ნადირ-შაჰი აღმოსავლეთით აწარმოებდა ომს ავღანელ დურანებთან. აშრაფის საუბედუროდ, ნადირმა სწრაფად დაიმორჩილა ჰერათი და დაბრუნდა მეშჰედში, სანამ აშრაფი ხორასანში შეიჭრებოდა. როდესაც ცნობა მიიღო ასღაფის მოახლოების შესახებ, ნადირ-შაჰმა შეკრიბა თავისი ჯარისკაცები და 1729 წლის 12 სექტემბერს გზები დაიკავა საბზევარის გავლით.
იმ დროისთვის აშრაფმა მიაღწია სენანს და ალყა შემოარტყა, მისი არმია ნადირ-შაჰის 25 000 -იანი არმიისგან განსხვავებით, 40 000-მდე გაიზარდა. გარკვეული ძალები სენანის ალყის გასაახლებლად მოიტოვა. თავად აშრაფი აღმოსავლეთით გაემართა შაჰრუდისკენ, წინ რაზმი გაგზავნა ნადირ-შაჰის არტილერიის გასანადგურებლად.
მხარეთა შორის პირველი შეტაკება შაჰრუდის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა: 14 ავღანელი ტყვედ აიყვანეს და ნადირთან წაიყვანეს დაკითხვაზე. თავად ნადირ-შაჰი განაგრძობდა წინსვლას, შებინდებამდე დაბანაკდა სოფელ მიჰმანდუსტის აღმოსავლეთით. იმ ღამეს თამაზ II დაჰპირდა დის ხელს, თუ მეორე დღეს ნადირ-შაჰი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდოდა.