გურიის რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
გურიის რესპუბლიკა — სოციალ-დემოკრატიული თვითმმართველობა, რომელიც არსებობდა საქართველოში, გურიის ტერიტორიაზე. გამოცხადდა 1905 წლის ზაფხულის ბოლოს, ხოლო არსებობა შეწყვიტა 1906 წლის 10 იანვარს. ადგილობრივმა გლეხებმა, მუშებმა, ახალგაზრდა მასწავლებლებმა და სტუდენტებმა თვითორგანიზებით მოახერხეს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებისთვის ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევა. მოძრაობის სათავეში მამაკაცებთან ერთად მრავლად იყვნენ ქალებიც.[1]
გურიის რესპუბლიკა | |||||
რესპუბლიკა | |||||
| |||||
გურიის რუკა | |||||
დედაქალაქი | ოზურგეთი | ||||
უდიდესი ქალაქები | ოზურგეთი | ||||
ენები | ქართული, რუსული | ||||
პოლიტიკური სტრუქტურა | რესპუბლიკა | ||||
პრეზიდენტი | |||||
- | 1905-1906 | ბენიამინ ჩხიკვიშვილი | |||
ისტორია | |||||
- | შეიქმნა | 1905 | |||
- | ბახვის მანიფესტი | 23 თებერვალი, 1905 | |||
- | ნასაკირალის ბრძოლა | 2 ნოემბერი, 1905 | |||
- | გაუქმდა | 1906 | |||
ფართობი | |||||
- | 1905 | 2 030,1 კმ² (784 მლ²) | |||
ვალუტა | რუსული რუბლი | ||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | გურიის მხარე | ||||
რესპუბლიკა გამოაცხადა გლეხთა კომიტეტმა, რომელიც თავიდან მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებების და თავადაზნაურობის ბოიკოტით იყო დაკავებული და ატარებდა გაფიცვებს. შემდგომში კი ოზურგეთის მაზრაში პრაქტიკულად გააუქმეს რუსეთის იმპერიის მმართველობა და და თავად აიღო ხელში ძალაუფლება. კომიტეტი ქმნიდა საკუთარ სამხედრო ფორმირებებს, ადმინისტრაციებსა, სტამბებს, სასამართლოებს, მართავდა სასკოლო განათლებას, ადგენდა გადასახადებსა და ფასებს.[2]. 1900-იან წლებში გლეხთა მოძრაობა საქართველოს ყველა კუთხეში მიმდინარეობდა, მაგრამ გურიის მოძრაობა ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი აღმოჩნდა.[1] გურიის რესპუბლიკას ადარებენ პარიზის კომუნას.[3].ივანე ჯავახიშვილის შეფასებით გურიის გლეთა მოძრაობაში გამოვლინდა ქართველი ხალხის ორგანიზაციული ნიჭი და მრავალსაუკუნოვანი კულტურა[4] მისი პრეზიდენტი, რომელსაც „გურიის მეფესაც“ უწოდებდნენ იყო ბენია ჩხიკვიშვილი.