გრუნტის გათხელება
From Wikipedia, the free encyclopedia
გრუნტის გათხელება — პროცესი, რომლის შედეგად გრუნტი არსებითად კარგავს სიმყარესა და სითხეს. მეტად დამახასიათებელია ტენით გაჯერებული გრუნტებისათვის, როგორებიცაა შლამიანი ქვიშა ან ისეთი ქვიშა, რომელიც წყალგაუმტარ დანალექებს შეიცავს. ქანი, რომელიც ექვემდებარება გათხელებას, გეოლოგიურად შედარებით ახალგაზრდაა (ჰოლოცენი); ასეთი ნალექები ხშირად ვრცელდება მდინარეთა კალაპოტების გასწვრივ, კერძოდ, ნაპირებთან, იქ სადაც გროვდება ლიოსი და ქვიშა. გრუნტის გათხელება შეიძლება მოხდეს ძლიერი მიწისძვრის დროს, როდესაც სეისმური ტალღის გავლის შემდეგ გრუნტის ნაწილაკები სხვადასხვა სიჩქარეზე რყევას იწყებენ. მიწისძვრა ხელს წყობს გრუნტის გადაქცევას სითხედ. გრუნტის გათხელების შედეგად წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ქვიშიანი ვულკანები, რომლებიც აფრქვევენ წყალს, ქვიშასთან და ტალახთან ერთად. ასეთი გრუნტის სიმყარე მკვეთრად ეცემა, ამასთანავე შენობა-ნაგებობები განიცდიან ჩამოწოლასა და გადახრას, ზოგჯერ გადაბრუნებას.
1964 წელს იაპონიის ქალაქ ნიიგატაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ[1] ძირითადი საძირკველის ქვიშების გათხელებასა და დანალექების სიმყარისა და უსწორმასწოროების დარღვევას მოჰყვა მრავალი შენობის გადაბრუნება.[2] გრუნტის გათხელებით გამოწვეულ უძლიერეს დამანგრეველ მოქმედებას ჰქონდა ადგილი აგრეთვე აშშ-ის ქალაქ ანკორიჯში 1964 წელს.[3]