გრიგორი სკოვოროდა
From Wikipedia, the free encyclopedia
გრეგორი სკოვოროდა, იგივე გრიგორი სკოვოროდა (ლათინურად: Gregorius Scovoroda; უკრაინულად: Григорій Савич Сковорода, Hryhorii Savych Skovoroda; რუსულად: Григо́рий Са́ввич Сковорода́, Grigory Savvich Skovoroda; 3 დეკემბერი, 1722 წელი – 9 ნოემბერი, 1794 წელი) იყო კაზაკური წარმოშობის უკრაინელი ფილოსოფოსი, რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთის იმპერიაში. ამავდროულად, სკოვოროდა იყო პოეტი, მასწავლებელი და ლიტურგიკული მუსიკის კომპოზიტორი. თანამედროვე ავტორებსა და მომდევნო თაობებზე ძალიან დიდი გავლენისა და საკუთარი ცხოვრების სტილის გამო, გრიგორ სკოვოროდა საყოველთაოდ იყო მიჩნეული, როგორც სოკრატეს მიმდევარი და მას ხშირად უწოდებდნენ კიდეც "სოკრატეს".[1][2] სკოვოროდას შემოქმედებამ დიდი წვლილი შეიტანა როგორც თანამედროვე უკრაინის, ისე რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაში. ორივე ქვეყანა მას საკუთარ შვილად მიიჩნევს.[3][4][5][6]
გრიგორი სკოვოროდა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1722 წლის 3 დეკემბერი, სოფელი ჩერნუხი, კაზაკთა სახელმწიფო, რუსეთის იმპერია (ამჟამად, ჩორნუხი, უკრაინა) |
გარდაცვალების თარიღი |
1794 წლის 9 ნოემბერი (71 წლის), სოფელი პან-ივანოვკა, ხარკოვის საგუბერნიო, რუსეთის იმპერია (ამჟამად, სკოვოროდინივკა, ხარკოვის ოლქი, უკრაინა) |
საქმიანობა | მწერალი, კომპოზიტორი, მასწავლებელი |
გრიგორი სკოვოროდას საკუთარი ტექსტები სამ ენაზე აქვს დაწერილი: საეკლესიო სლავურ ენაზე, უკრაინულად და რუსულად, დიდი რაოდენობით დასავლეთ-ევროპიანიზმებით, ლათინური და ბერძნული ციტატების თანხლებით.[7] სკოვოროდას შემონახული წერილების უმეტესობა დაწერილია ლათინურ და ბერძნულ ენებზე, რადგან ხანგრძლივი რუსიფიკაციის შედეგად სლობოდას უკრაინაში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებდა რუსულ ენას. თუმცა, უკრაინული ნაციონალიზმის გამოვლინებებიც ჯერ კიდევ აშკარად იკვეთება.
გრიგორი სკოვოროდამ განათლება მიიღო კიევ-მოგილას აკადემიაში. არაამქვეყნიური და სულიერი ძალებით შეპყრობილი ფილოსოფოსი ეწეოდა მოაზროვნე-მაწანწალის ცხოვრებას. მის ტრაქტატებსა და დიალოგებში, ბიბლიური პრობლემები ნაწილობრივ ემთხვევა იმ საკითხებს, რომლებსაც ამუშავებდნენ პლატონი და სტოიცისტები. სკოვოროდას პირველი წიგნი მისი გარდაცვალების შემდგომ სანქტ-პეტერბურგში 1798 წელს გამოიცა. სკოვოროდას დასრულებული ნამუშევრები პირველად გამოქვეყნდა სანქტ-პეტერბურგში 1861 წელს. მრავალი მისი ნაშრომი აქამდე არსებობდა მხოლოდ ხელნაწერის სახით.