გრანიკოსის ბრძოლა[4] (ბერძ. Μάχη του Γρανικού) (აგრეთვე ცნობილი როგორც მდინარე გრანიკოსის ბრძოლა) — ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელსა და სპარსელებს შორის, რომელიც ძვ. წ. 334 წლის მაისში გაიმართა. ეს იყო მაკედონელების და სპარსელების პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლა, მას შემდეგ რაც ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა და მცირე აზიაში შეიჭრა. ბრძოლა გაიმართა მდინარე გრანიკოსზე (დღევანდელი ბაია-ჩაი, თურქეთი). ალექსანდრემ ბრძოლაში დაამარცხა არსიტესი, არსამესი, მითრიდატე და სხვა სპარსელი მეთაურები, რომელთან ერთადაც იბრძოდნენ დაქირავებული ბერძნები მემნონ როდოსელის მეთაურობით. შეტაკებაში მრავალი სპარსელი მეთაური დაეცა. ბრძოლამ ალექსანდრეს სახელი და რეპუტაცია მოუხვეჭა. გრანიკოსის შეტაკების შემდეგ ბევრი ქალაქი ალექსანდრეს უბრძოლველად ნებდებოდა. ბრძოლის შედეგად ალექსანდრემ მცირე აზიის ნახევარი დაიპყრო.
|
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გრანიკოსის ბრძოლა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გრანიკოსის ბრძოლა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სწრაფი ფაქტები გრანიკოსის ბრძოლა, თარიღი ...
გრანიკოსის ბრძოლა |
---|
ალექსანდრეს სპარსეთის კამპანიის ნაწილი |
გრანიკოსის ბრძოლა, ჩარლზ ლებრუნის ნამუშევარი |
თარიღი |
მაისი, ძვ. წ. 334 |
---|
მდებარეობა |
მდინარე გრანიკოსი, ახლანდელი თურქეთი |
---|
შედეგი |
მაკედონელების გამარჯვება. |
---|
ტერიტორიული ცვლილებები |
ალექსანდრემ დაიპყრო მცირე აზიის ნახევარი. |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
5,000 მხედარი 9,000 ჰოპლიტი[2] 4,000 ჰიპასპისტი და მშვილდოსანი (არიანე) |
20,000 მხედარი 20,000 ქვეითი[3] |
|
დანაკარგები |
---|
დაახ. 100 მხედარი დაიღუპა 30 ქვეითი მოკვდა, შედარებით მეტი დაიჭრა |
3,000 ქვეითი დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა 1,000-2,000 მხედარი დაიღუპა 2,000 დაატყვევეს |
|
გრანიკოსის ბრძოლა ვიკისაწყობში |
დახურვა
ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ თავის მოქანდაკეს, ლისიპეს უბრძანა, რომ ბრძოლის ველზე აღემართა ქანდაკებები 25 ჰეტაირი კავალერისტის ხსოვნის პატივსაცემად. ამ ქანდაკებებს ჩვენს დრომდე არ მოუღწევია.
ბრძოლა აღწერილი აქვთ არიანეს, პლუტარქეს, იუსტინიანეს და დიოდორე სიცილიელს. მათგან ყველაზე დეტალურია არიანეს ჩანაწერები.