გოტსკა-სანდენის ეროვნული პარკი
ეროვნული პარკი / From Wikipedia, the free encyclopedia
გოტსკა-სანდენი (შვედ. Gotska Sandön) — შვედეთის კუთვნილი დაუსახლებელი კუნძული ბალტიის ზღვაში, კუნძულ ფორედან 38 კმ-ით ჩრდილოეთით. მისი სიგრძე დაახლოებით 9 კმ-ია, სიგანე − 6 კმ, მთლიანი ფართობი კი 36 კმ².
სწრაფი ფაქტები გოტსკა-სანდენის ეროვნული პარკი ...
გოტსკა-სანდენის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | შვედეთი |
კოორდინატები | 58°22′ ჩ. გ. 19°15′ ა. გ. |
ფართობი | 44,9 კმ²[1] |
დაარსდა | 1909 წ [1] |
მმართველი ორგანო | შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო |
დახურვა
გოტსკა-სანდენი მთლიანად ქვიშისგან შედგება და მისი პეიზაჟისთვის დამახასიათებელია პლაჟები, დიუნები და ფიჭვის ტყეები. სახელი გოტსკა-სანდენი „გოტლანდის ქვიშიან კუნძულს“ ნიშნავს და მომდინარეობს იმ პროვინციიდან, რომელსაც ის მიეკუთვნება. 1909 წლიდან კუნძულზე შექმნილია ეროვნული პარკი. გარდა რუხი სელაპების კოლონიისა, უმაღლესი ფაუნა ძალიან მდიდარი არაა. თუმცა გავრცელებულია უიშვიათესი მწერები და მცენარეები, მათ შორის რამდენიმე სახის ორქიდეა. ზაფხულობით, კუნძულ ფორედან და მატერიკზე მდებარე ქალაქ ნინეშამნიდან რეგულარულად ხორციელდება სანაოსნო ტურები.