გვირგვინი
From Wikipedia, the free encyclopedia
გვირგვინი — მონარქიული ხელისუფლების სიმბოლო — ძვირფასი ლითონისაგან (უმთავრესად ოქროსაგან) დამზადებული, პატიოსანი თვლებით მოოჭვილი თავსამკაული.
გვირგვინი სხვადასხვა ფორმისა იყო: დიადემა, ქუდი, შარავანდი, ფოთლებიანი თუ დაკბილული სალტე და სხვ. გვირგვინი, როგორც ძალაუფლების სიმბოლო, არსებობდა ჯერ კიდევ შუმერში, ძველ ეგვიპტეში, ძველ რომში და ა. შ. ევროპაში XI საუკუნეში გვირგვინის მფლობელის ტიტულის შესაბამისად დადგინდა გვირგვინის სხვადასხვა ფორმა (საიმპერატორო, სამეფო, სამთავრო, საჰერცოგო, საგრაფო და სხვ.).
- საფრანგეთის სამეფო გვირგვინი
- რუსეთის სიამპერატორო გვირგვინი
- უნგრეთის სამეფო (წმინდა შტეფანის) გვირგვინი