გერმანიის რაიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
რაიონი (გერმ. Kreis, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში და შლეზვიგ-ჰოლშტაინში) ან ფედერალური რაიონი (გერმ. Landkreis, ყველა დანარჩენ ფედერალურ მხარეში) გერმანიაში — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ერთეული, რომელიც დაყოფილია თემებად (გერმ. Gemeinde).
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
რაიონების წარმომადგენლობითი ორგანოებია მოსახლეობის მიერ არჩეული კრაისტაგები (Kreistag), რომლებიც შედგებიან კრაისტაგის დეპუტატებისგან (Kreistagsabgeordnete — ქვემო საქსონიაში, ბრანდენბურგში, ჰესენში და შლეზვიგ-ჰოლშტაინში), კრაისტაგის წევრებისგან (Kreistagsmitglieder — მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, რაინლანდ-პფალცში, ზაარლანდში და თიურინგიაში) ან კრაისრატები (Kreisrat — ბადენ-ვიურტემბერგში, ბავარიაში და საქსონიაში), არაპროფესიონალი წევრებისგან (Ehrenamtliche Mitglieder, საქსონია-ანჰალტში). ბრანდენბურგში, ჰესენში, ქვემო საქსონიაში და საქსონია-ანჰალტში კრაისტაგი საკუთარი სხდომების ჩასატარებლად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კრაისტაგის თავჯდომარეს (Vorsitzender des Kreistages), მეკლენბურგ-წინა პომერანიაში და შლეზვიგ-ჰოლშტაინში — კრაისტაგის პრეზიდენტს (Kreistagspräsident). დანარჩენ ფედერალურ მხარეში კრაისტაგების სხდომები მიჰყავთ ლადრატებს.
რაიონების აღმასრულებელი ორგანოებია სარაიონო კომიტეტები (Kreisausschuss), რომლებიც შედგებიან ლანდრატებისგან (Landrat) და სარაიონო კომიტეტის წევრებისაგან. რაინლანდ-პფალცში ასევე არსებობს რაიონული სამმართველოები (Kreisvorstand), რომლებიც შედგებიან ლანდრატისაგან და ოლდერმენებისგან (Beigeordneter). ბადენ-ვიურტემბერგში, ბავარიაში, ბრანდენბურგში, ქვემო საქსონიაში, რაინლანდ-პფალცში, საქსონიაში, საქსონია-ანჰალტში და თიურინგიაში ლანდრატი ასევე შედის კრაისტაგში.