გეორგიოს I
From Wikipedia, the free encyclopedia
გეორგიოს I (ბერძ. Γεώργιος Αʹ, Βασιλεύς των Ελλήνων, Geórgios Αʹ, Vasiléfs ton Ellínon; დ. 24 დეკემბერი, 1845 — გ. 18 მარტი, 1913) — საბერძნეთის მეფე 1863 წლიდან 1913 წლამდე.
გეორგიოს I | |
---|---|
Γεώργιος Αʹ | |
საბერძნეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 30 მარტი 1863 |
მმართ. დასასრული: | 18 მარტი 1913 |
წინამორბედი: | ოტონი |
მემკვიდრე: | კონსტანტინოს I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 დეკემბერი 1845 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 18 მარტი 1913 |
გარდ. ადგილი: | სალონიკი, საბერძნეთი |
მეუღლე: | ოლღა კონსტანტინოვნა |
შვილები: |
კონსტანტინოს I პრინცი გეორგიოსი პრინცესა ალექსანდრა პრინცი ნიკოლოზი პრინცესა მარია პრინცი ანდრეასი პრინცი კრისტოფორი |
დინასტია: | გლუქსბურგები |
მამა: | კრისტიან IX |
დედა: | ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი |
რელიგია: | ლუთერანობა |
ხელმოწერა: | |
დანიელი პრინცი ვილჰელმი დანიის დედაქალ კოპენჰაგენში დაიბადა. ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში არჩეული იქნა მეფედ საბერძნეთის ეროვნული ასამბლეის მიერ, რომელმაც საბერძნეთის ყოფილი მეფე ოტონი გადააყენა. მისი კანდიდატურა წამოაყენეს ისეთმა ძლიერმა ძალებმა როგორებიც იყვნენ: დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთის მეორე იმპერია და რუსეთის იმპერია. პრინცი ვილჰელმი, რომელიც მოგვიანებით გეორგიოსად იწოდა, დაქორწინდა რუსეთის დიდ მთავარზე, ოლღა კონსტანტინოვნაზე და საბერძენთის ახალი დინასტიის პირველი მონარქი გახდა. მისმა ორმა დამ, ალექსანდრამ და დაგმარამ ბრიტანეთის და რუსეთის მონარქებზე იქორწინეს. ედუარდ VII და ალექსანდრე III გეორგიოსის სიძეები, ხოლო ჯორჯ V და ნიკოლოზ II დისშვილები იყვნენ.
გეორგიოს I-ის 50 წლიანი მმართველობა ხასიათდება ტერიტორიული მიღწევებით, რომელიც საბერძნეთმა ევროპაში პირველ მსოფლიო ომამდე მოიპოვა. ბრიტანეთმა საბერძნეთს იონიის კუნძულები მშვიდობიანად დაუთმო, იმ დროს, როდესაც თესალია ანექსირებული იყო ოსმალეთის იმპერიის მიერ რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ. საბერძენთი ყოველთვის წარმატებული არ იყო: მან დამარცხება იწვნია 1897 წლის საბერძნეთ-ოსმალეთის ომში. ბალკანეთის პირველი ომის დროს, იმის შემდეგ ,რაც საბერძნეთის ჯარმა მაკედონიის დიდი ნაწილი დაიკავა, გეორგიოს I პოლიტიკური მოტივით სალონიკში მოკლეს. მისი ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ, მისი მემკვიდრეების მეფობა შედარებით მოკლე და არასაიმედო აღმოჩნდა.