გენპეის ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
გენპეის ომი (源平合戦, გენპეი კასენი, გენპეი-გასენი, 1180–1185)-იყო ეროვნული სამოქალაქო ომი ტაირასა და მინამოტოს კლანებს შორის, იაპონიის გვიან ჰეიანის პერიოდში. ამან გამოიწვია ტაირას დაცემა და კამაკურას შოგუნატის შექმნა მინამოტო ნო იორიტომოს მეთაურობით. 1192 წელს მან თავი სიოგუნად დაინიშნა. ის იაპონიას სამხედრო დიქტატორის სახით მართავდა აღმოსავლეთ ქალაქ კამაკურაში.
გენპეის ომი (ჯიშო-ჯუეის ომი) | ||||
---|---|---|---|---|
გენპეის ომის სცენა | ||||
თარიღი | 1180-1185 | |||
მდებარეობა | იაპონია | |||
შედეგი | მინამოტოს გამარჯვება; კამაკურა შოგუნატი დაარსდა | |||
მხარეები | ||||
| ||||
მეთაურები | ||||
|
ტაირას კლანი დომინირებდა იმპერიულ მთავრობაში 1160-1185 წლებში. 1160 წელს მინამოტო იორიტომო, დიდი მინამოტოს ლიდერის, იოშიტომოს ვაჟი, მამის დამარცხების შემდეგ სიკვდილს გადაურჩა იმიტომ, რომ ის ჯერ ბავშვი იყო. როდესაც გაიზარდა და ზრდასრული გახდა, მან ტაირას და მინამოტოს ოჯახების წევრების სახელით, 1180 წელს მოაწყო ახალი აჯანყება. მან მალე მოიპოვა კონტროლი იაპონიის სტრატეგიულ აღმოსავლეთ სანაპიროზე და 1182 წლისთვის მზად იყო წინსვლა გაეგრძელებიდა და დედაქალაქ კიოტომდე მისულიყო. თან წაიყვანა ჩვილი, იმპერატორი ანტოკუ. დანურას საზღვაო ბრძოლაში (1185) დასავლეთ იაპონიაში, შიდა ზღვაზე, ტაირა საბოლოოდ დამარცხდა. იმპერატორი ანტოკუ დაიხრჩო ბრძოლაში, დაკიარგა ცნობილი ხმალი, იაპონიის საიმპერატორო სამოთხიდან ჩამოტანილი. ბრძოლა ლეგენდარული გახდა ისეთი ცნობებით, როგორიცაა Gempei seisui-ki („მინამოტოსა და ტაირას აღზევებისა და დაცემის ჩანაწერი“).
სახელწოდება "გენპეი" (ზოგჯერ რომანიზებული, როგორც გემპეი) მომდინარეობს კანჯი "მინამოტო" (源 გენ) და "ტაირა" (平 ჰეი, გამოითქმის, როგორც მეორე ელემენტი ზოგიერთ ნაერთში, როგორც -pei) ალტერნატიული წაკითხვით. კონფლიქტი ასევე ცნობილია იაპონურად, როგორც ჯიშო-ჯუეის ომი (治承・寿永の乱, Jishō–Juei no Ran),[1] ორი იმპერიული ეპოქის შემდეგ, რომელთა შორისაც იგი მიმდინარეობდა. ტერმინი Genpei Kassen ზოგჯერ გამოიყენება იაპონიაში, მაგრამ ამტკიცებენ, რომ არ არის მიზანშეწონილი ამ ომისთვის ტერმინი "Genpei"-ს გამოყენება.