გარდა (ტბა)
From Wikipedia, the free encyclopedia
გარდა (იტალ. Lago di Garda ან Benaco) — იტალიის უდიდესი ტბა. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბრეშასა და ვერონას, ასევე ვენეციასა და მილანს შორის. ამ რეგიონში მყინვარები ბოლო გამყინვარების დასასრულს ჩამოყალიბდა. ტბა და მისი სანაპირო ზოლი ვერონის, ბრეშისა და ტრენტოს პროვინციებს შორის იყოფა. ტბა ადვილად მისაღწევია ჩრდილოეთიდან, ბრენერის უღელტეხილის გავლით, რის გამოც ის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მის სანაპიროებზე განლაგებულია მრავალი პირველხარისხოვანი სასტუმრო და კურორტი.
სწრაფი ფაქტები გარდა ...
გარდა | |
---|---|
Lago di Garda | |
კოორდინატები: 45°38′ ჩ. გ. 10°40′ ა. გ. | |
მდებარეობა | იტალია |
სიგრძე | 51,9 კმ |
სიგანე | 16,7 კმ |
ფართობი | 369,98 კმ² |
საშუალო სიღრმე | 346 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 136 მ |
აუზის ფართობი | 2 350 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | სარკა |
გამომდინარე მდინარე | მინჩო |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
დახურვა