განკითხვის დღე (მიქელანჯელო)
From Wikipedia, the free encyclopedia
განკითხვის დღე (იტალ. Il Giudizio Universale)[1] — იტალიური რენესანსის ხელოვნის მიქელანჯელო ბუონაროტის ფრესკა, შესრულებული სიქსტეს კაპელის საკურთხევლის კედელზე, ვატიკანში. მხატვარი ფრესკაზე ოთხი წელი მუშაობდა — 1537 წლიდან 1541 წლამდე, საკურთხევლის კედლის მომზადება 1535 წლიდან დაიწყო. მიქელანჯელომ ამ ფრესკაზე მუშაობა სიქსტეს კაპელის ჭერის (1508-1512) მოხატვის დაასრულებიდან 25 წლის შემდეგ დაიწყო.
განკითხვის დღე | |
---|---|
Il Giudizio Universale | |
ავტორი | მიქელანჯელო ბუონაროტი |
წელი | 1537-1541 |
კატალოგი | 12 |
ტიპი | ფრესკა |
სიმაღლე | 1370 |
სიგანე | 1200 |
ქალაქი | ვატიკანი |
მუზეუმი | სიქსტეს კაპელა |
მასზე ასახულია ქრისტეს მეორედ მოსვლა და ღმერთის მიერ მთელი კაცობრიობის უკანასკნელი და სამარადისო განკითხვა. სულები მაღლდებიან და ეშვებიან მათი ბედისწერიდან გამომდინარე, რომელთაც ქრისტე განიკითხავს და რომელსაც გარშემორტყმული ჰყავს ცნობილი წმინდანები: ეკატერინე ალექსანდრიელი, პეტრე, ლოურენსი, ბართოლომეო, პავლე, სიმონი, სებასტიანი, იოანე ნათლისმცემელი და სხვანი.
„განკითხვის დღე“ ითვლება ნამუშევრად, რომლითაც ხელოვნებაში აღორძინების ეპოქა დასრულდა, რომელშიც მიქელანჯელომ თავისი ვალი სიქსტეს კაპელის კამარებისა და ჭერის მოხატვით მოიხადა, და რომელმაც ანთროპოცენტრული ჰუმანიზმის ფილოსოფიაში ახალ იმედგაცრუების პერიოდს დაუდო საფუძველი[2].