გალა პლაციდია
From Wikipedia, the free encyclopedia
გალა პლაციდია (დ. 388–389 ან 392–393 – გ. 27 ნოემბერი, 450) — რომის იმპერატორის, თეოდოსიუს I-ის ქალიშვილი, იმპერატორ ვალენტინიანე III-ის დედა. დიდი როლი ითამაშა რომის საშინაო პოლიტიკაში. იყო ვესტგუთების მეფის ათაულფის დედოფალი 414 წლიდან მის გარდაცვალებამდე 415 წლამდე. 421 წლიდან კონსტანციუს III-ის მეუღლე და რომის იმპერატრიცა. მართავდა მთავრობის ადმინისტრაციას, ვალენტინიანე III-ის ადრეული მეფობის პერიოდიდან გარდაცვალებამდე.
სწრაფი ფაქტები გალა პლაციდია, დაბადების თარიღი ...
გალა პლაციდია | |
---|---|
მონეტაზე გამოსახულია გალა პლაციდია | |
დაბადების თარიღი | 388-89 ან 392-93 |
გარდაცვალების თარიღი | 27 ნოემბერი, 450 |
დაკრძალულია | რომი |
ეროვნება | რომაელი |
პროფესია | რომის იმპერატრიცა |
მეუღლე(ები) |
ათაულფი კონსტანციუს III |
შვილ(ებ)ი | თეოდოსიუსი, ვალენტინიანე III, იუსტა გრატა ჰონორია |
მშობლები |
მამა: თეოდოსიუს I დედა: გალა |
დახურვა