გაერთიანებული სამეფოს დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დროშა (ოფიციალურად გაერთიანებული დროშა, გავრცელებული სახელი იუნიონ ჯეკი) — გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური სახელმწიფო დროშა მოყოლებული 1801 წლიდან. შექმნის ისტორია საუკუნეებს ითვლის, დროშის თავდაპირველი ოფიციალური სახე შეიქმნა 1606 წელს წმინდა გიორგის ინგლისის დროშისა და წმინდა ანდრიას შოტლანდიის დროშის გაერთიანებით, ხოლო მოგვიანებით კომპოზიციას დაემატა წმინდა პატრიკის ირლანდიის დროშა. გაერთიანებული სამეფოს დროშის პროპორცია შეადგენს 1:2. დიდი ბრიტანეთის არმიის დროშა შეიქმნა 1707 წელს, იყენებს 3:5 პროპორციას.
სწრაფი ფაქტები გაერთიანებული სამეფოს დროშა, გაერთიანებული სამეფო ...
გაერთიანებული სამეფოს დროშა | |
---|---|
გაერთიანებული სამეფო | |
მიღებულია | 1 იანვარი, 1801 |
პროპორცია | 1:2 |
სიმბოლიკა | თეთრი და დიდი წითელი ჯვარი არის- წმინდა გიორგის დროშა, ლურჯი არის - წმინდა ანდრიას დროშა, ხოლო მცირე წითელი ჯვარი არის - წმინდა პატრიკის დროშა. |
დახურვა