გაბრიელა მისტრალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუისა დე მარია დელ პერპეტუო სოკორო გოდოი ალკაიაგა ან ლუისა გოდოი ალკაიაგა, ცნობილია ფსევდონიმით გაბრიელა მისტრალი (დ. 7 აპრილი, 1889, ვიკუნია, ჩილე — გ. 10 იანვარი, 1957, ნიუ-იორკი, აშშ) — ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი და ქალთა უფლებების დამცველი. 1945 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „ძლიერი ემოციებით შთაგონებული ლირიკული პოეზიისთვის, რომელმაც მისი სახელი მთელ ლათინურამერიკულ სამყაროში იდეალისტური მისწრაფებების სიმბოლოდ აქცია“.[13] პოეტი პირველი ლათინოამერიკელი ნობელიანტია.
გაბრიელა მისტრალი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 აპრილი, 1889(1889-04-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | Vicuña |
გარდაცვალების თარიღი | 10 იანვარი, 1957(1957-01-10)[1] [2] [3] [5] [6] [7] [8] [9] [10] (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჰემპსდეტი |
დასაფლავებულია | Tumba de Gabriela Mistral |
ფსევდონიმი | Gabriela Mistral |
საქმიანობა | პოეტი, დიპლომატი, მასწავლებელი და მწერალი |
ენა | ესპანური ენა |
მოქალაქეობა | ჩილე |
ალმა-მატერი | Escuela Normal № 1 de Santiago |
ჟანრი | პოეზია |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[11] [12] , ლიტერატურის ეროვნული პრემია და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი |
მეუღლე | |
ნათესავ(ებ)ი | Juan Miguel Godoy Mendoza |
ხელმოწერა | |
საიტი | gabrielamistral.uchile.cl |
გაბრიელა მისტრალის ფსევდონიმი მისი საყვარელი პოეტების, გაბრიელე დ’ანუნციოს და ფრედერიკ მისტრალის სახელებიდან მომდინარეობს.
პოეტის ნაშრომები ემოციური სიძლიერით გამოირჩევა. მისი შემოქმედების ძირითადი თემები ბუნება, სიყვარული, ღალატი, სევდა, მოგზაურობა, ბავშვებისადმი სიყვარული და ევროპული გავლენით ჩამოყალიბებული ლათინოამერიკული იდენტობაა.
გაბრიელა მისტრალი ლესბოსელი იყო,[14] 2007 წელს გამოქვეყნდა მისი სასიყვარულო მიმოწერა დორის დანთან.[15]
პოეტი გამოსახულია 5 000 პესოიან ბანკნოტზე.