ბუჩის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება, რომელიც რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის ქალაქ ბუჩაზე კონტროლისთვის მიმდინარეობდა და წარმოადგენდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიევისათვის ბრძოლის ნაწილს. რუსული ძალები ცდილობდნენ დაეკავებინათ ბუჩა, ირპინი და ჰოსტომელი, რათა დასავლეთიდან შემორტყმულიყვნენ კიევს და ალყაში მოექციათ უკრაინის დედაქალაქი.[12][13] კიევზე შეტევის ინტენსივობის გამო, კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ბუჩა, ირპინთან, ჰოსტომელთან, გზატკეცილ М06-თან და ვიშჰოროდთან ერთად კიევის ოლქის ყველაზე საშიშ ადგილებად დაასახელა.[14] ბრძოლა 27 თებერვლიდან 31 მარტამდე გაგრძელდა და დასრულა რუსული ნაწილების უკან დახევით.
სწრაფი ფაქტები ბუჩის ბრძოლა, თარიღი ...
დახურვა