ბულგარული ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბულგარული ენა (ბულგ. български език) — ბულგარელების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა სლავური ოჯახის სამხრეთსლავურ ჯგუფს. ბულგარულს მრავალი დიალექტი აქვს. ისინი თავის მხრივ ცალკეულ კილო-კავებად იყოფა. ბულგარულთან ყველაზე ახლო მდგომი ენა არის მაკედონური. ამ ორი ენის დიალექტები ქმნის ერთგვარ ენობრივ კონტინუუმს. თვით ბულგარეთში ბევრი მაკედონურს არც კი აღიარებს ცალკე ენად და მას ბულგარულის დიალექტებს მიათვლის.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბულგარული ენა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბულგარული ენა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ბულგარული ენა български език | |
გავრცელებულია | ბულგარეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, უკრაინა, რუმინეთი, მოლდოვა, ბელარუსი, სერბია, თურქეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | მშობლიური ენა: 11 – 13 მლნ.[1] |
ოფიციალური სტატუსი | ოფიციალური ენა: არეგულირებს: ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ბულგარული ენის ინსტიტუტი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ოჯახი:
|
დამწერლობის სისტემა | კირილიცა |
ენის კოდები | ISO 639-1: bg ISO 639-2: bul ISO/FDIS 639-3: bul |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-bg}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ბულგარული ენა |
ბულგარულ ენას საერთო არაფერი აქვს ე.წ. პროტობულგარულთან, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით თურქულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო ზოგ მეცნიერთა თეორიების მიხედვით კი პროტობულგარული ჩრდილოაღმოსავლეთ ირანულ ენათა ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს.